ჭიათურის მერმა საუკეთესო საჯარო მოხელეები დაასახელა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საჯარო სამსახურის და ა(ა)იპ, სსიპ, შპს-ში დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და 2023 წლის საუკეთესო საჯარო მოხელეები და ა(ა)იპი-ს ხელმძღვანელები დაასახელა.

ამასთანავე, მერმა ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს მადლობის ბარათები გადასცა.

მადლობის ბარათები ასევე გადაეცათ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წარმომადგენლებს.

„მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და მადლობა გითხრათ ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მისი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. გისურვებთ წარმატებებს იმ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რომელსაც თქვენ ასე კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებთ“-განაცხადა გივი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები