გოგი მეშველიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმიანება
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მისი დაბრუნება კიდევ უფრო გააძლიერებს გუნდს.
“მივესალმები ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. მისი პოლიტიკაში დაბრუნება კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს გუნდს და დამატებით შეუწყობს ხელს მის კონსოლიდაციას!”, – წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
ყრილობას 350-მდე დელეგატი ესწრებოდა. სამუშაო რეჟიმში განხილული იქნა საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.