ზელენსკი ავდიივკაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე მდებარე ავდიივკაში ჩავიდა. შესაბამის ვიდეოს ქვეყნის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ის 110-ე ბრიგადის პოზიციებს ეწვია, სადაც ბრიგადის მეთაურთან თავდაცვითი ვითარება და ძირითადი საჭიროებები განიხილეს.

ამასთან, ზელენსკიმ საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა.

„მადლობა გადავუხადე ყველას ფრონტზე გაწეული სამსახურისთვის. ჩვენმა ქვეყანამ გაუძლო ამას ასეთი მეომრების წყალობით“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები