ბაიდენი: უკრაინაზე თავდასხმა აჩვენებს, რომ პუტინის მიზნები ქვეყანაში უცვლელია

U.S. President Joe Biden announces a $42.45 billion national grant program for high-speed internet infrastructure deployment called the Broadband Equity Access and Deployment (BEAD) program, at the White House in Washington, U.S., June 26, 2023. REUTERS/Jonathan Ernst

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმა უკრაინაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განზრახვებზე.

„ეს არის მკვეთრი შეხსენება მსოფლიოსთვის, რომ ამ დამანგრეველი ომის თითქმის ორი წლის შემდეგ, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და დაიმორჩილოს მისი ხალხი. ის უნდა შეჩერდეს“, – აღნიშნა შეერთებული შტატების ლიდერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა კონგრესს, დამატებითი დახმარება გამოუყოს უკრაინას.

„თუ კონგრესი არ მიიღებს გადაუდებელ ზომებს ახალ წელს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად“, – დასძინა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები