ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები