უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 30-მდე გაიზარდა

29 დეკემბერს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასიური საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულია 160-ზე მეტი ადამიანი.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს, 53 ადამიანი გადაარჩინეს. რვა გადარჩენილი ნანგრევებიდან ამოიყვანეს“, – წერს კლიმენკო Telegram-ზე.

ცნობისთვის, რუსებმა დღეს უკრაინაზე მასობრივი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაიბომბა სამშობიარო სახლი, სასწავლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, კომერციული საწყობი, პარკინგი – კიევი, ლვოვი, ოდესა, დნიპრო, ხარკოვი, ზაპოროჟიე და სხვა ქალაქები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები