ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები