“უკრაინა დაფინანსებას დღეს საჭიროებს” – უკრაინაში აშშ-ის ელჩი დღევანდელ იერიშზე
უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი რუსეთის საოკუპაციო ძალების დღევანდელ მასიურ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.
როგორც დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინა დაფინანსებას დღეს საჭიროებს.
“მილიონობით კაცი, ქალი და ბავშვი თავშესაფარშია, რადგან რუსეთი მთელ ქვეყანას რაკეტებს ესვრის. უკრაინას დაფინანსება ახლა სჭირდება, რათა გააგრძელოს ბრძოლა ასეთი საშინელებისგან 2024 წელს“, – დაწერა აშშ-ის ელჩმა.