უკრაინაში ომის დაწყებიდან 513 ბავშვი დაიღუპა – გენპროკურატურა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 513 ბავშვი დაიღუპა.

ამის შესახებ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 1674 ბავშვი დაშავდა.

„ეს საბოლოო რიცხვები არ არის. გრძელდება სამუშაოები საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მათი იდენტიფიცირებისთვის“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტი დაზარალებული ბავშვია – დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, კიევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები