გორის მერმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა 2023 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და პროგრამებზე ისაუბრა. ანგარიში ძირითად მიმართულებებს – ინფრასტრუქტურას, გარემოს დაცვას, განათლებას, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ უზრუნველყოფას, კულტურას ,ახალგაზრდობასა და სპორტს ეხებოდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მოეწყო – 40 კილომეტრამდე გზა, 7 სკვერი, 15 სპორტული მოედანი, 8 სავარჯიშო სივრცე, 7 სოფელში ახალი სასმელი წყლის სისტემა, რეაბილიტირდა 2 საბავშვო ბაღი, დაწყებულია 2 სკოლის სრული რეაბილიტაცია, ერთი სკოლისა და 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა.
“მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს სამედიცინო სერვისების დაფინანსებასა და სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის ფულადი დახმარებების გაცემას, ისარგებლა 6 ათასზე მეტმა მოქალაქემ.
მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში მოქალაქეებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდა 200 – ზე მეტი პროექტი. თანამშრომლობის მიზანი მმართველობით პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა იყო.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედია საშუალებებს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს.
მერის ანგარიშს ესწრებოდნენ ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ჟურნალისტები და მოქალაქეები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები