ჩინეთის პრეზიდენტი: ტაივანთან გაერთიანება გარდაუვალია

ტაივანის ჩინეთთან გაერთიანება გარდაუვალია, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სამართლიანი გზაა და ის არის, რაც ხალხს სურს.

„სამშობლოსთან სრული გაერთიანების განხორციელება განვითარების გარდაუვალი გზაა, ეს სამართლიანი გზაა და ის არის, რაც ხალხს სურს. სამშობლო უნდა გაერთიანდეს და გაერთიანდება.

ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ კავშირების მშვიდობიან განვითარებას და მტკიცედ არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ რამენაირად ტაივანი ჩინეთისგან გამოყოს“, – აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები