„უკრაინის აღმოსავლეთში რთული ვითარებაა“ – ოლექსანდრ სირსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში რთული ვითარებაა.
„რუსეთი აგრძელებს ინტენსიურ შეტევას კუპიანსკის, ლიმანის, სივერსკისა და ბახმუტის მიმართულებით. რუსეთმა ბოლო დროს საგრძნობლად გაზარდა ჯავშანტექნიკისა და „კამიკაძე“ დრონების გამოყენება და აგრძელებს ინტენსიურ საარტილერიო სროლას“, – აღნიშნა სირსკიმ.