დავით ზალკალიანი: 2024 წელი მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც

“2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე, ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში ნატოს სამიტი ვაშინგტონში იმართება”, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე აშკარაა.

„აქ უკვე მათ სიტყვას, როგორც პრაქტიკული კუთხით, ისე შედეგობრივი თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა და ფუნქცია აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკა არის ნატოს ერთ-ერთი წამყვანი და აქტიური წევრი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველო ძალიან ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. საქართველოს პროგრესი, რომელიც აშკარაა ნატოში ინტეგრაციის გზაზე, იყოს თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში და კონკრეტული შედეგებით გამყარებული“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები