იან ლიპავსკი: ევროპამ არ უნდა მიუშვას რუსეთი თავის საზღვრებთან, ამისთვის უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება
ევროპამ არ უნდა მიუშვას რუსეთი თავის საზღვრებთან და ამისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის დახმარების გაწევა, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ჩვენ ვაჩერებთ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას, რომელიც ასევე კბილებს ილესავს ცენტრალური ევროპის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, უკრაინის დახმარება – სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური – სარგებელს მოუტანს ევროპის უსაფრთხოებას.