ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი და კორუმპირებული პრეზიდენტია
2024 წელი ისტორიაში შევა, როგორც თაღლითი ჯო ბაიდენის მხრიდან არჩევნებში მასშტაბური და სრულად კოორდინირებული უკანონო ჩარევის წელი, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მან აღნიშნა, ბაიდენი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ცუდი და კორუმპირებული პრეზიდენტია.
„მიუხედავად ყველაფრისა, საბოლოოდ იქნება დიდებული გამარჯვება იმ მამაცი პატრიოტებისთვის, რომლებსაც სურთ, ამერიკა კვლავ დიადი გახადონ“, – დაწერა ტრამპმა.