მედია: დამასკოზე ისრაელის იერიშს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცერი ემსხვერპლა

სირიის დედაქალაქ დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცერი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება, რაზი მუსავი რამდენიმე საათის წინ, დამასკოს გარეუბანში, ზეინაბიას რაიონში სიონისტური რეჟიმის თავდასხმის დროს დაიღუპა.

მუსავი სირიაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მრჩეველი იყო.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი წერს, რომ ის გენერალ ყასემ სულეიმანისთან დაახლოებული პირი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები