შტუპუნი: მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება, მის სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია
მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება და მის სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია, – ამის შესახებ ტავრიის მიმართულებით თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერმა, ალექსანდრ შტუპუნმა განაცხადა.
„მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება. ახლა ჩვენი სამხედროები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან განლაგებული. მაგრამ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. მარინკას სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია“, – აღნიშნა მან.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დასახლებული პუნქტი მარინკა აიღეს.