ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ლუკაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ უკრაინაში ომი 2024 წელს არ დასრულდება, კოლაფსი იქნება.
ამასთან, ბელარუსის ლიდერს ჰკითხეს, არის თუ მომავალ წელს უკრაინასთან თანამშრომლობის შანსი, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს მათთვის ერთადერთი შანსია.
„ვფიქრობ, ეს საუკეთესო შანსია. ჩვენ როგორმე უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან, რათა გაიგონ, რომ ეს ერთადერთი შანსია. თუ ამას არ გამოიყენებენ, სრული კრახი იქნება. ზეწოლა უკვე ძალიან ძლიერია. თქვენ ალბათ ზელენსკის პრესკონფერენციიდან შენიშნეთ, რომ ის ამის გაგებას იწყებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.