ახალციხის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო ღონისძიებები დაიწყო

ახალი წლის შესახვედრად წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად მოემზადა. სადღესასწაულო განწყობა იყო ქალაქ ვალეში, სადაც საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ადგილობრივებისთვის კი მომღერალმა ნინო ჩხეიძემ იმღერა.
შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვაჟა გაჩეჩილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ და ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ალექსანდრე გოზალიშვილმა. საღამო ქალაქ ვალეში საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
დღეს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოს აინთება ახალციხეშიც, საღამოს კი მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი ,,სახე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები