პუტინმა ვუჩიჩს შობა-ახალი წელი მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სერბ კოლეგას, ალექსანდრ ვუჩიჩს შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ ბელგრადთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებას ელოდება.
„მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, რუსეთსა და სერბეთს შორის ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებულია მეგობრობისა და სულიერი სიახლოვის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე, კონსტრუქციული სულისკვეთებით ვითარდება. მოუთმენლად ველოდები ჩვენი დიალოგის გაგრძელებას და ნაყოფიერ ერთობლივ მუშაობას ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებზე“, – ნათქვამია მისალოც ბარათში.
ასევე, კრემლის ლიდერმა ვუჩიჩს ახალი წელი და შობა მიულოცა და ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა, ხოლო „მოძმე სერბ ხალხს“ – მშვიდობა და კეთილდღეობა.