ბელგრადში არეულობის ფონზე, ვუჩიჩმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

ბელგრადში არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნის აქცია არეულობაში გადაიზარდა.

18 დეკემბერს ქვეყნის ცესკოსთან შეკრებილმა ოპოზიციამ გვიან ღამით საქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა, სადაც შენობაში შეჭრის მცდელობა ჰქონდა.

აქციის მონაწილეები შენობას ქვებს ესროდნენ, ჩაამტვრიეს შესასვლელი კარი და ფანჯრები, ასევე, ანადგურებდნენ სათვალთვალო კამერებს.

შედეგად, პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია და ადმინისტრაციის შენობის წინ მოედანი დაიკავა.

მოვლენების შეფასებისას პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ეს არ არის რევოლუცია და რომ სერბეთის სამართალდამცავი ორგანოები ვითარებას სრულად აკონტროლებენ.

მისი თქმით, მოვლენების ეპიცენტრიდან 80-100 მეტრში იმყოფება. ასევე, მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე 2490 ადამიანი შეიკრიბა.

ვუჩიჩმა თქვა, რომ ოპოზიციამ უკვე დაიწყო “წარმატებული რევოლუციის” აღნიშვნა, რაც მათ რეალურ მიზნებსა და მზადყოფნაზე მიუთითებს.

მან ასევე მადლობა გადაუხადა “უცხოური დაზვერვის სამსახურებს”, რომლებმაც გააფრთხილეს სერბეთის ხელმძღვანელობა “ფერადი რევოლუციის” მცდელობის შესახებ.

თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მან ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები