„ვეტოს უფლებას გამოვიყენებ“ – სლოვაკეთის პრემიერი უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია

Leader of Direction - Social Democracy (Smer - SD) party Robert Fico attends an electoral TV debate on September 26, 2023 in Bratislava. The parliamentary elections are scheduled to be held on September 30, 2023 to elect members of the National Council. (Photo by VLADIMIR SIMICEK / AFP) (Photo by VLADIMIR SIMICEK/AFP via Getty Images)

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი დაბლოკავს უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ არჩევნებამდე განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის პრობლემა იქნება, თუ საუბარია უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. მე ეს ვთქვი ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე: რათა სიურპრიზები არ იყოს, მე ვლაპარაკობ იმ პარტიის სახელით, რომელიც დომინირებს სლოვაკეთის მთავრობაში. ჩვენ არ დავეთანხმებით უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, რადგან ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი.

მე მჯერა, რომ ეს არასოდეს მოხდება. სანამ სლოვაკეთის პოლიტიკურ სცენაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მექნება, გამოვიყენებ ვეტოს უფლებას ასეთ გადაწყვეტილებაზე“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, ფიცომ გაიმეორა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სიტყვები, რომელმაც გასულ სექტემბერში თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება „მესამე მსოფლიო ომის დაწყებას დააჩქარებს“.

ამასთან, მიმდინარე წლის ივლისში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში საომარი მოქმედებების დროს შესვლა მესამე მსოფლიო ომის დაწყების გარანტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები