ნიკოლოზ სამხარაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე, ამ კუთხით მომავალში დაგეგმილ ნაბიჯებსა და გეგმებზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებზე.

სტუდენტებთან შეხვედრისას ასევე განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხები და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები