“გიორგი ვაშაძის შეფასებებს ფასი არ აქვს, ცდილობენ, ქართული პოლიტიკა კლოუნადად აქციონ” – რატი იონათამიშვილი

“ამ ადამიანების შეფასებებს არანაირი ფასი არ აქვს, რადგან ცდილობენ, ქართული პოლიტიკა კლოუნადად აქციონ. საბოლოოდ, საკუთარი თავი და პარტიები აქციეს კლოუნადად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მას კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის იმ განცხადებაზე, რომელშიც ვაშაძე ამბობს: „NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე“.

„ფაქტობრივად, საკუთარი თავი გამოიჩინეს ამომრჩევლის გადაგდებით და მოტყუებით, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ მტრობით. შესაბამისად, არჩევნების შედეგებს დაელოდონ. ნახავენ, რომ კიდევ უფრო დაბალი რეიტინგი ექნებათ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები