ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმიას, დამატებით, ნახევარ მილიონამდე ჯარისკაცის მობილიზება სურს
უკრაინის არმიას 500 000-მდე დამატებითი ადამიანის მობილიზება სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისი მეთაურები 450 000-500 000 ინდივიდს ეძებენ.
მისივე თქმით, ეს სენსიტიური და ძვირადღირებული საკითხი.
„მე მეტი არგუმენტი მჭირდება ამ მიმართულების მხარდასაჭერად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აღნიშნული კომენტარი აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარების შეფერხებას მოჰყვა. მიმდინარე თვის დასაწყისში რესპუბლიკელებმა აშშ-ის კონგრესში პირველად დაბლოკეს 60 მილიარდი დოლარის სამხედრო პაკეტი უკრაინისთვის. შემდეგ კი, უნგრეთმა ევროკავშირის 50 მილიარდიანი ევროს ფინანსური დახმარება დაბლოკა. თუმცა ევროკავშირის ლიდერების განცხადებით უკრაინა დახმარების გარეშე არ დარჩება.