რომის პაპი: წმინდა მიწის მკვიდრთათვის ტკივილისა და გლოვის შობა დგება

წმინდა მიწის მკვიდრთათვის ტკივილისა და გლოვის შობა დგება, – ამის შესახებ რომის პაპი ფრანცისკე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ბეთლემის ტანჯვა არის ღია ჭრილობა ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის.

„წმინდა მიწის მკვიდრთათვის ტკივილისა და გლოვის შობა დგება. ჩვენ არ გვინდა მათი მარტო დატოვება. გვერდში დავუდგეთ მათ ლოცვითა და ხელშესახები დახმარებით. ბეთლემის ტანჯვა არის ღია ჭრილობა ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის“, – წერს რომის პაპი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები