ზელენსკი: ჩვენ არ ვართ მიწვეული ნატოში და ნაწილობრივი გაწევრიანების ვარიანტები სისულელეა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ნატოში ჯერ არ არის მიწვეული.
მისი თქმით, ალიანსში გაწევრიანება ქვეყნისთვის ახლა ყველაზე ძლიერი ვარიანტია.
„ჩვენ ვიცით, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის ყველაზე ძლიერი ვარიანტია ახლა. ჩვენ არ გვიწვევენ ნატოში და სიგნალები ნაწილობრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით, გულწრფელად რომ ვთქვათ, სისულელეა“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ თქმით, ახლა არის გარკვეული გზავნილები ნატოში ნაწილობრივი წევრობის შესახებ, თუმცა, უკრაინას ამ კუთხით მკაფიო წინადადებები არასოდეს მიუღია.