“ჰამასი”: ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 20 ათასს აღწევს
“ჰამასის” მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ 19 667 ადამიანი დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, 52 586 მოქალაქე დაშავდა.
უცხოური მედია წერს, რომ ამ მონაცემების დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს, მაგრამ ბევრი საერთაშორისო, საქველმოქმედო და უფლებადამცველი ორგანიზაცია მათ რეალობასთან ახლოს მიიჩნევს.