“ჩინოვნიკების კორუფციულ ქმედებაზე პასუხისმგებელი მათი ცოლები არიან” – ინდონეზიის იუსტიციის მინისტრი
ინდონეზიის იუსტიციის, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს, მოჰამად მაჰფუდს მიაჩნია, რომ კორუმპირებული მაღალჩინოსანი კაცების ქმედებაზე პასუხისმგებლობა მათ ცოლებს ეკისრება.
ამის შესახებ მან შეხვედრაზე თქვა, სადაც სახელმწიფოს მშენებლობაში ქალის როლი განიხილებოდა.
„ხშირ შემთხვევაში, ქმრები დანაშაულს იმიტომ ჩადიან, რადგან მათ ცუდი ცოლები ჰყავთ. ბევრი კორუმპირებული ჩინოვნიკი ახლა ციხეშია, რადგან ცოლები მათგან ბევრს ითხოვენ. მათი ხელფასი 20 მილიონი რუპია (1400 დოლარი), მაგრამ მათი ხარჯები 50 მილიონი რუპია (32,000 დოლარი)“, – თქვა მინისტრმა.
მისიმა განცხადებამ ქალთა უფლებების დამცველთა შეშფოთება გამოიწვია.
ინდონეზიის სისხლის სამართლის რეფორმის ინსტიტუტის ექსპერტმა, მაჯდინა რაჰმავატიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის სტერეოტიპები ქალების შესახებ. რაჰმავატიმ აღნიშნა, რომ ინდონეზიაში კორუფცია არის სისტემური და არ წარმოადგენს შიდა პრობლემას.