“რამდენი პარტიაც არის რადიკალურ ოპოზიციაში, იმდენი პოლიტიკური ცენტრის შექმნა უნდათ, რაც ბუნებრივად არ გამოვა” – გურამ მაჭარაშვილი
“რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ერთი მთავარი თვისება, რომ თუნდაც თავისივე სუბიექტური ინტერესებისთვის ვინმესთან გაერთიანდეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს, მათ შორის, ერთი მთავარი თვისება, რომ თუნდაც თავისივე სუბიექტური ინტერესებისთვის ვინმესთან გაერთიანდეს. ვერასოდეს ისინი ვერაფერზე ვერ თანხმდებიან, ზუსტად იმიტომ, რომ მათი ინტერესი არ არის ქვეყნის გადარჩენა და ქვეყნის გაერთიანება. მათი ინტერესია, რომ მათი წარმომადგენლები როგორმე პარლამენტში შევიდნენ.
ამიტომაც არის, რომ რამდენი პარტიაც არის რადიკალურ ოპოზიციაში, იმდენი პოლიტიკური ცენტრის შექმნა უნდათ, რაც ბუნებრივად არ გამოვა და ეს ძალიან კარგია. შესაბამისად, ვერც გაერთიანდებიან და ვერც ცალ-ცალკე ვერ გაიმარჯვებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.