“რუსეთი მოლდოვაში გაზაფხულზე დესტაბილიზაციას შეეცდება” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი რესპუბლიკაში 2024 წლის გაზაფხულზე დესტაბილიზაციის ახალ მცდელობებს მიმართავს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია Pro TV-ზე გამოსვლის დროს თქვა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს დესტაბილიზაციის მცდელობებს. სავარაუდოდ, ისინი ამას გაზაფხულისკენ დაიწყებენ, გამოიყენებენ აქ მყოფ ხალხს. შეიძლება, შეცვალონ გარკვეული ტაქტიკა. ადგილობრივი არჩევნებიდან უნდა ვისწავლოთ, გავაანალიზოთ მათი ტაქტიკა და მივიღოთ ზომები, რათა დავიცვათ მოქალაქეთა ხმები და დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა სანდუმ.

მისივე თქმით, კონკრეტულ ღონისძიებებზე საუბარი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ანალიზის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამავე დროს, პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ რიგ ოპოზიციურ პარტიებს ბრალი ედებოდათ უცხოურ დაფინანსებაში, რომლებიც რუსეთიდან იყო მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები