ირაკლი ქადაგიშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი დესტრუქციული დღის წესრიგის მძევლად დარჩა
ეს პარტია თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად დარჩა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კარგია, როდესაც დესტრუქციული ოპოზიციური პარტია, ნელ-ნელა პოლიტიკურ წონას კარგავს.
“კარგია, როდესაც დესტრუქციული ოპოზიცია ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ წონას და ეს საშუალებას აძლევს, პერსპექტივაში, ნორმალური ოპოზიციის გაჩენის ალბათობის გაზრდას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.