“ნაციონალური მოძრაობისთვის” პოლიტიკური აღსასრული დადგა” – მიხეილ სარჯველაძე

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ფორუმს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ფარისევლურია “ნაცმოძრაობის” წევრების მცდელობა, რომ, თითქოს, სოლიდურ ძალას წარმოადგენენ.

“აბსოლუტურად ფარისევლურია მცდელობები, წარმოაჩინონ, თითქოს, რაღაც სოლიდურ პარტიად გამოიყურებიან. სინამდვილეში ყველა კარგად ხვდება, რომ ამ პარტიისთვის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ვიცნობთ, პოლიტიკური აღსასრული დადგა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები