იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მინისტრის შეფასებით, მთავრობის მეთაურის დღევანდელი ვრცელი ანგარიში იყო ღირსეული, კვალიფიციური და ადამიანური ბუნების მქონე ლიდერის დიალოგი საზოგადოებასთან.
„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვრცელი ანგარიში იყო ღირსეული, კვალიფიციური და ადამიანური ბუნების მქონე ლიდერის დიალოგი საზოგადოებასთან იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მთავრობამ მის კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებით გასწია.
ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, რომელთა ერთობით და პროფესიონალიზმით საქართველომ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია 2012 წლიდან. ვისარგებლებ შემთხვევით და იუსტიციის სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდი მთავრობის მეთაურს ძლიერი მხარდაჭერის, მუდმივი მოტივაციისა და ღირსეული ლიდერობისთვის“, – წერს ბრეგაძე Facebook-ზე.