ფოთში გემმა ზღვაში აკრძალული ნივთიერება ჩაღვარა

ფოთის პორტის აკვატორიაში კომორის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაპრიკორნი“ 65 000 ლარით დაჯარიმდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზღვაში ნავთობპროდუქტების შემცველი წყლების ჩაღვრის ფაქტი გამოავლინეს.
გემის კაპიტანზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი შედგა. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვების უფლებას მისცემენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები