ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, საზოგადოებამ დღეს ძალიან საინტერესო ანგარიში მოისმინა მთავრობის მოღვაწეობის შესახებ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერმინისტრის წლიური ანგარიში შეაფასა.
„ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ დღეს ძალიან საინტერესო ანგარიში მოისმინა მთავრობის მოღვაწეობის შესახებ, მათ შორის, ეკონომიკაში პროგრესის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას წლების განმავლობაში აქვს. პირველ ყოვლისა, ეს უკავშირდება იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა და სიმშვიდე. მშვიდობა და სტაბილურობა უმთავრესი ფაქტორებია, რომ ეკონომიკა ვითარდებოდეს. ასევე, ბიზნესის ნდობა სახელმწიფოს მიმართ იმიტომ, რომ ჩვენთან ეკონომიკური გარემო პროგნოზირებადია. ადამიანებმა იციან, რომ მათ უფლებები არის დაცული“, – აღნიშნა დავითაშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.