დავით მათიკაშვილი: დღეს პრემიერს ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, პრემიერის წლიური ანგარიში შთამბეჭდავი იყო.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის გუნდთან ერთად როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე, ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციასთან მიმართებით სერიოზული ნაბიჯები გადადგა.

„დღეს პრემიერს ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა. მან მიმოიხილა ყველა მიმართულება 2023 წელის პროგრესის და ყველაფერი ციფრებში გამოხატული, არგუმენტებით გამყარებული წარდგა საზოგადოების წინაშე. პოლიტიკურ მოცემულობაში, პრემიერმა თავის გუნდთან ერთად სერიოზული ნაბიჯები გადადგა როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე, ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციასთან.

საგარეო კუთხით რამდენიმე მიმართულებით შეიძლება დავყოთ პრემიერის ანგარიში. ერთი, ძალიან არსებითი მნიშვნელოვანი ხაზი ეს არის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები