ილია დარჩიაშვილი: ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო შეაყენა განვითარების გზაზე

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო შეაყენა განვითარების გზაზე”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის დაარსებული პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობა თანმიმდევრულად აგრძელებს იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკას, რომელიც ქართველ ხალხს ემსახურება.

„ბიძინა ივანიშვილმა უზარმაზარი როლი ითამაშა ამ პროცესში. დღეს მისი დაარსებული პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობა თანმიმდევრულად აგრძელებს იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს, ამ ქვეყნის კეთილდღეობას და საქართველოს პრემიერმინისტრის ძალისხმევით, მისი გუნდის ძალისხმევით საპარლამენტო გუნდთან ერთად საუბრობდა შედეგებზე და ეს შედეგი დამსახურებაა გუნდის, რომელიც ემსახურება ხალხს და ამ ქვეყნის კეთილდღეობას. მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, ჩვენ მეორე დღიდან დავიწყეთ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად ინკლუზიური და გახსნილი, ყველა ოპონენტს ჰქონოდა ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. იყო ჯგუფი, რომელმაც საერთოდ არ მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა და უფრო მეტიც, ხელს უშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციას, ნაწილმა მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, ვართ და ვიქნებით ღია ნებისმიერი იდეისთვის. ყველასთან გვაქვს თანამშრომლობის მზაობა“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები