ილია დარჩიაშვილი: საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი შედეგები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენა შეაფასა.

„საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი, შედეგზე ორიენტირებული შედეგები. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, ეს არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი. საქართველოს მთავრობას ჰქონდა ჩვენი ხალხის ძალიან ძლიერი მანდატი, რომ ევროპული მომავალი შეუქცევად პროცესად ექცია. ჩვენ ეს მოვახერხეთ და მინდა, ყველას მივულოცო კიდევ ერთხელ. გილოცავთ თქვენც ამ ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და სწორედ კანდიდატის სტატუსი არის ამის სამართლებრივი საფუძველი“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები