ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ რეალურად, ყველა თვალსაზრისით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე – მთელ რიგ კანდიდატ სხვა ქვეყნებს, რომლებთანაც მოლაპარაკებები უკვე გახსნილია

“როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იქნება განხილული. ჩვენ მანამდეც და უფრო ადრეც, ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საქართველოს გზა გაიხსნას მოლაპარაკებებისთვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წევრობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ რეალურად, ყველა თვალსაზრისით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე – მთელ რიგ კანდიდატ სხვა ქვეყნებს, რომლებთანაც მოლაპარაკები უკვე გახსნილია.

„ჩვენ როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი საქართველოსთვის, ჩვენ მანამდეც და უფრო ადრეც, ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საქართველოს გზა გაიხსნას, ამისთვის დაწყებულია 9 პრიორიტეტის შესრულება და ინტენსიურად გაგრძელდება. ჩვენ უფრო ადრეც ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსნას. ყველამ იცის, რომ რეალურად ყველა თვალსაზრისით, საქართველო წინ უსწრებს, როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე მთელ რიგ კანდიდატ სხვა ქვეყნებს, რომლებთანაც მოლაპარაკეები უკვე გახსნილია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დეკემბრისთვის თავიდან ბოლომდე მზად ვიქნებით მოლაპარაკებების გასახსნელად“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები