შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლებას წარმატებული საგარეო პოლიტიკა აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლებას წარმატებული საგარეო პოლიტიკა აქვს.

“2008 წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით სხვადასხვა სახის ფორუმები იმართებოდა და „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ მონაწილეობდა ამ ფორუმებში, არამედ თანხმობა მისცა რუსეთს, რომ გაწევრიანებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, ასე უბრალოდ გაანიავა. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ რუსეთის ძახილით რაღაც განწყობები შექმნან, მაგრამ ყოველ ზღვარს მიღმაა მათი მცდელობები, რადგან ქართველი ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლებას წარმატებული საგარეო პოლიტიკა აქვს. ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს გადაწყვეტილება ყველა ამ კითხვას სცემს პასუხს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები