შალვა პაპუაშვილი: საუბარია ხოლმე, თითქოს, ივანიშვილი ერევა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, დაასახელონ, რომელი არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება არ მიიღებდა ისე, როგორც მიიღო

„სხვათა შორის, საუბარი არის ხოლმე, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ერევა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და მისი კარნახით ხდება რაღაც გადაწყვეტილებების მიღება. დაასახელონ, რომელი არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებდა ისე, როგორც მიიღო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილების უკან საქართველოს მოსახლეობა დგას.

“ერთი მაგალითი თქვან, რომ „ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ მიიღებდა, რომ არა კარნახი“. რომელი არის ისეთი ნეგატიური გადაწყვეტილება, როგორც ისინი ამას უყურებენ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებდა? ყველა გადაწყვეტილების უკან დგას საქართველოს მთავრობა, დგას საპარლამენტო უმრავლესობა. რაც მთავარია, ყველა ამ გადაწყვეტილების უკან დგას საქართველოს მოსახლეობა და ის მანდატი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს. ამაზე მეტყველებს როგორც მხარდაჭერა ხელისუფლების მიმართ, ისე ზოგადად მოსახლეობის განწყობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები