ირაკლი კობახიძე: საქართველოში ეკონომიკა იზრდება
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკა იზრდება.
მისივე თქმით, სწორედ ამის შედეგია, რომ საშუალო ხელფასის ზრდა ფიქსირდება.
“საქართველოში ეკონომიკა იზრდება. სამი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა დოლარში თითქმის ორჯერ გაიზარდა. ლარში გვქონდა 30 მილიარდი ლარით ზრდა, ეს იშლება ქვეყანაში და ეს აისახება მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე, ბიზნესის ბრუნვის ზრდაზე და ა.შ.
როდესაც ეკონომიკა იზრდება და როდესაც საუბარია 3 წელიწადში 30 მილიარდი ლარით ზრდაზე, ეს, საბოლოოდ, გადის ბიზნესის სექტორში და ზოგადად ამით სარგებელს იღებს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. სწორედ ამის შედეგია, რომ საშუალო ხელფასის ზრდა ფიქსირდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.