ირაკლი კობახიძე: ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება – რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, ამისთვის დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები
“ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო წარმატებისთვის მმართველ გუნდს ძალიან მყარი პოზიციები აქვს.
„ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება. რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, საარჩევნო წარმატებისთვის დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები“, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას: გამორიცხავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას:
„რა შუაშია?! ძალიან მკვეთრი და მკაფიო პასუხი გაგეცით. დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსი, პარტიის გაძლიერება. გამომდინარე იქედან, რომ ისედაც გვაქვს 55%-ს ზემოთ რეიტინგი“, – განაცხადა კობახიძემ.