ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი ტემპი გვაქვს აღებული ყველა მიმართულებით და ამისთვის, ბუნებრივია, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერს

“ძალიან კარგი ტემპი გვაქვს აღებული ყველა მიმართულებით და ამისთვის, ბუნებრივია, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერს და მთლიანად სამთავრობო გუნდს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრემიერის წლიური ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ქვეყანას სერიოზული მიღწევები აქვს.

„ეკონომიკაზე გაკეთდა განსაკუთრებული აქცენტი. გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები როგორც ეკონომიკის მიმართულებით, ასევე ყველა დარგში. საუბარი იყო განათლებაზე, ჯანდაცვაზე, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკაზე, სადაც გვაქვს ფუნდამენტური მიღწევა კანდიდატის სტატუსის სახით. თითოეული მიღწევა, რაზეც იყო საუბარი პრემიერის ანგარიშში, გამყარებული იყო მტკიცებულებებით, ციფრებით და ამას უსმენდა ქართული საზოგადოება. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და კიდევ მეტია გასაკეთებელი მომდევნო წლების განმავლობაში, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ფუნდამენტურ წინსვლას, მაგრამ გვაქვს ძალიან კარგი ტემპი აღებული ყველა მიმართულებით და ამისთვის, ბუნებრივია, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერს და მთლიანად სამთავრობო გუნდს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები