ჯუანშერ ბურჭულაძე: პრემიერის წლიური ანგარიში შთამბეჭდავი იყო
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიში შთამბეჭდავი იყო.
“საზოგადოებამ მოისმინა პრემიერის წლიური ანგარიში, რომელიც იყო ძალიან შთამბეჭდავი. თქვენ მოისმინეთ კონკრეტული ციფრები. აქ არ შეიძლება, ცდომილების რაიმე დიაპაზონი იყოს, რადგან მოვისმინეთ აბსოლუტური არითმეტიკა და ძალიან ეფექტური იყო შედარებაც განვლილ პერიოდთან. ყველამ, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, რა ცვლილებაა, რა ცვლილება მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ ათი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.