გია ვოლსკი – 9 დათქმის შესრულებაში ოპოზიციის ჩართვაზე: მონაწილეობა საჭიროცაა და აუცილებელიც
მმართველი გუნდის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
“მონაწილეობა არის საჭირო, აუცილებელიც არის… და დეპოლარიზაციას თუ არ ველით, ჩვენ არ ველით, ყოველ შემთხვევაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ შევძლოთ პარლამენტში ერთობლივად მუშაობა გარკვეულ კანონპროექტებზე, რეფორმებზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის და წევრობის კანდიდატის დღის წესრიგში,” – აცხადებს ვოლსკი.