გურამ მაჭარაშვილი: ევროინტეგრაციის მატარებლიდან ოპოზიციის ვაგონი ჩახსნილია

“ევროინტეგრაციის მატარებლიდან ოპოზიციის ვაგონი არის ჩახსნილი, შესაბამისად, მათი ვაგონი გაჩერებულია, ახლა ისინი ამ ვაგონს ხელით მიაწვებიან და გააგორებენ, თუ გაჩერებულ ვაგონში გააგრძელებენ ცხოვრებას, ეს არის მათი გადასაწყვეტი და ამას მომავალი გვიჩვენებს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობა სამომავლო შედეგებზე არ აისახება.

“საქართველო და ქართველი ხალხი აგრძელებს ცხოვრებას, მათ შორის, ევროინტეგრაციას და, შესაბამისად, მათი მონაწილეობა-არმონაწილეობა არანაირად არ აისახება სამომავლო შედეგებზე,” – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები