გია ვოლსკი: პრემიერის ანგარიშში მთავარი აქცენტები დემოკრატიული საკითხების გარშემო იქნება გაკეთებული
პრემიერის ანგარიშში დემოკრატიული საკითხების გარშემო იქნება მთავარი აქცენტები გაკეთებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი თემა სტაბილურობის შენარჩუნებაა.
„სასაუბრო ძალიან ბევრია, რასაკვირველია. მთავარი თემა სტაბილურობის შენარჩუნებაა, მით უმეტეს, რომ ასეთ დიდი პროექტების დაწყებაზე საუბრობს უკვე დასავლეთიც და აღმოსავლეთიც და ამ დამაკავშირებელ გზაზე საქართველოს საგანგებო მნიშვნელობა აქვს. დემოკრატიული საკითხები გარშემო იქნება მთავარი აქცენტები გაკეთებული პრემიერის ანგარიშში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს.
ღონისძიება 14:00 საათზე სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” დაიწყება.