გურამ მაჭარაშვილი: 2023 გამოწვევებით სავსე, მაგრამ საქართველოსთვის როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით წარმატებული წელი იყო

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ 2023 წელი საქართველოსთვის როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით იყო წარმატებული.

მანვე აღნიშნა, რომ პრემიერის ანგარიში იქნება საკმაოდ ტევადი და საინტერესო.

„2023 წელი იყო გამოწვევებით სავსე წელი, შესაბამისად ხელისუფლებას, პირველ ყოვლისა კი, პრემიერმინისტრს უწევდა სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება. ეს წელი საქართველოსთვის როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით იყო წარმატებული და აქედან გამომდინარე პრემიერის ანგარიში იქნება საკმაოდ ტევადი და საინტერესო, რადგან ამ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში ხელისუფლებამ შეძლო ხალხთან ერთად და სამშვიდობოს გაიყვანა ქვეყანა. ამავდროულად, სწორი პოლიტიკის საფუძველზე ეკონომიკური აღმავლობაც შეინარჩუნა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს.

ღონისძიება 14:00 საათზე სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები